ფეხბურთი

12:37 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ონილი: “ანგარიში უფრო ადრე რომ გაგვეთანაბრებინა, ალბათ, გავიმარჯვებდით”

ირლანდიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა, ევრო-2016- ის შესარჩევ ციკლში დუბლინში პოლონეთის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი შეგირდები გამარჯვებას იმსახურებდნენ.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქულა მაინც აგვეღო. ვფიქრობ, მეორე ტაიმში საუცხოოდ ვთამაშობდით და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. ანგარიში უფრო ადრე რომ გაგვეთანაბრებინა, ალბათ, გავიმარჯვებდით. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ძალიან ვნერვიულობდით.

ქომაგები მხარს გულმხურვალედ გვიჭერდნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. საერთო ჯამში, ბედნიერნი ვართ, რომ ქულები გავიყავით, მაგრამ გულიც დაგვწყდა, რადგან მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით მოგება შეგვეძლო. მთავარია, რომ საფრანგეთის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ” – იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი ონილის სიტყვებს.

პოლონელები მატჩს პირველი ტაიმის 26-ე წუთზე პეჩკოს მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, ხოლო ლონგმა თანაფარდობა ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე აღადგინა.

ირლანდია და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.

0.116721