ფეხბურთი

17:51 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესი “მანჩესტერთან” ვარჯიშობს

“მანჩესტერის” ესპანელმა მოთამაშე ხუან მატამ ესპანურ რადიოსადგურ COPE-თან საუბარში ვიქტორ ვალდესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ვალდესს მუდმივად ვესაუბრები. ამჟამად ვიქტორი ჩვენთად ერთად ვარჯიშობს, თუმცა, რას დაგეგმავს სამომავლოდ, სად გაგრძელდება მისი კარიერა, ჯერჯერობით უცნობია” – აღნიშნა მატამ.

ინგლისელმა ფოტოგრაფებმა ვალდესი ოლდ ტრაფორდზე გასულ თვეში შენიშნეს, როცა “მანჩესტერისა” და “ჩელსის” შეხვედრას დაესწრო (1:1).

მეკარეს კატალონიური გრანდის მაისურით 528 მატჩი ჩაუტარებია. გასული სეზონის ბოლოს, ივნისის თვეში კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ვან გაალის გუნდში მატას გარდა ორი ესპანელი ფეხბურთელი, მეკარე დავიდ დე ხეა და ნახევარმცველი ანდრე ერერა თამაშობენ.

0.116384