ფეხბურთი

13:38 | 29.03.2015 | ნანახია 0 - ჯერ

იტალიის ნაკრებს სანტონი დაემატა

მილანის “ინტერის” მცველი დავიდე სანტონი ინგლისთან ამხანაგური მატჩისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ემზადება.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში “ტორინოს” მცველ მატეო დარმიანის, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, 24 წლის სანტონი შეცვლის.

“ინტერის” აღზრდილ ფეხბურთელს ნაკრების მაისურით რვაჯერ უთამაშია, მაგრამ ბოლოს “აძურას” კვართი ორწელიწადზე მეტი ხნის წინ, ჰოლანდიასთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში მოირგო. ახლა მას “იუვენტუს სტადიუმზე” ქვეყნის უპირველეს გუნდში დაბრუნების შანსი აქვს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:18 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე

16:54 | 17.05.2018
mjgiri (8951)

ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059201
სარეკლამო ადგილი - 99
X x X