ფეხბურთი

13:10 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდო მარტინო: “მესი სათამაშოდ მზად არ იყო”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ლიონელ მესი ცუდ ფიზიკურ ფორმაშია და სალვადორთან 2:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ამის გამო არ ითამაშა.

მწვრთნელის თქმით, ტერფზე მიღებული ტრავმის შემდეგ 27 წლის ფორვარდმა საჭირო კონდიციების აკრეფა ვერ მოასწრო.

“შეკრების პირველ დღეს მესიმ ნორმალურად ივარჯიშა, მაგრამ მეორე დღის დისკომფორტი იგრძნო და ამის გამო მესამე ვარჯიში გამოტოვა. გვესმის ხალხის, რომელთაც მესის ხილვა სურთ, მაგრამ მას მართლა არ შეეძლო თამაში.” - თქვა მარტინომ.

0.120494