“მაინცის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუჰელი მზადაა, თავისი სპორტული კარიერა განაახლოს. წინა სეზონში ტუჰელმა “მაინცი” ევროპის ლიგაში გაიყვანა, მაგრამ მერე გუნდი დატოვა და თითქმის ერთი წელიწადია, უფეხბურთოდ ცხოვრობს.
ახლა 41 წლის სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ სამუშაოს დაუბრუნდეს და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. სეზონის მსვლელობისას არაერთი ჭორი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტუპელი სამუშაოდ ინგლისში, ან ესპანეთში წავიდოდა, მაგრამ მწვრთნელი გერმანიაში დარჩენას ამჯობინებს.
“ვოცნებობ, რომ ამ ზაფხულს ყველაფერი ნულიდან დავიწყო. შეთავაზებები ინგლისიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან მაქვს, მაგრამ იქ სამუშაოდ ენის ცოდნაა აუცილებელი და ამიტომ, გერმანიაში დარჩენა მირჩევნია” - თქვა ტუჰელმა.