“Miami Open-ის” 1/32-ფინალში მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა რუმინელ მონიკა ნიკულესკუს 6:3, 6:1 მოუგო. უილიამსმა მეტოქეს 5 ბრეიკი შეუსრულა, 7 ესისი მოაწოდა და 2 ორმაგი შედომა დაუსვა.
ნიკულესკუმ ერთხელ შეძლო სერენას ჩაწოდების მოგება, რუმინელს არც ეისი ჩაუწოდებია და არც ორმაგი შეცდომა დაუშვია. შეხვედრა საათი და 21 წუთი მიმდინარეობდა.
ტურნირის 1/-16-ფინალში სერენა 15 წლის ამერიკელ კეტრინ ბელისს დაუპირისპირდება, ამ უკანასკნელმა პირველ წრეში მოულოდნელად მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერი ზარინა დიასი 6:2, 6:1 გაანადგურა.
“Miami Open”-ის საფრიზო ფონდი (ქალები) 6 157 160 ამერიკულ დოლარს შეადგენს.