ფეხბურთი

21:15 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: “პატარა ბავშვივით ბედნიერი ვარ”

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა უემბლიზე ლიტვის ნაკრები დაამარცხა, ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე როი ჰოჯსონის გუნდმა ბალტიისპირელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა ჰარი კეინმა. მატჩის შემდეგ “ტოტენჰემის” ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ოცნება ამიხდა. სადებიუტო მატჩის შემდეგ აღელვებული ვარ, გოლის გატანა კი პატარა ბავშვივით გამიხარდა. ეს არის დაუვიწყარი და საამაყო ღამე.”

“ინგლისის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვა. გავიტანეთ გოლები და მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე.”

“სადებიუტო შეხვედრისას ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები ძალიან კარგად შემხვდნენ, იტალიასთან თამაშის წინ კი უფრო მეტი ენთუზიაზმით აღვივსე”

ჰოჯსონმა კეინი 71-ე წუთზე შეუშვა მინდორზე და ორ წუთში 21 წლის ინგლისელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

0.109951