საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ამხანაგურ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა. მატჩი “ზესტაფონის” თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და გიორგი მიქაძის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
34-ე წუთზე ხაბელაშვილის პასის შემდეგ “ჩიხურას” კარში ჯონი ჯერემიამ გაიტანა. 70-ე წუთზე ჯონი ჯერემიამ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში არჩილ ბაჯელიძემ დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
საქართველოს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი 30 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “ზესტაფონი” კი 23 ქულით მე-12 პოზიციაზეა.