ფეხბურთი

22:04 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან გასამართ შეხვედრამდე “დინამო არენაზე” ბოლო ვარჯიში გამართა.

“ჯვაროსნების” წვრთნა საწყისი 15 წუთის განმავლობაში ღია გახლდათ მედიისთვის. ამ დროში კახა ცხადაძემ შეგირდებს გახურება დაავალა და შემდეგ პასებში ავარჯიშა.

გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ჯანო ანანიძე, რაც აქამდეც ცნობილი იყო. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ნუკრი რევიშვილის თამაშიც, რომელიც მართალია დღეს გუნდთან ერთად "დინამო არენაზე" იმყოფებოდა, მაგრამ წელის ტკივილის გამო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ყველა სხვა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის თბილისში 29 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.

შესარჩევ D ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

1.

პოლონეთი

4

3

1

0

15:2

10

2.

გერმანია

4

2

1

1

7:4

7

3.

შოტლანდია

4

2

1

1

5:4

7

4.

ირლანდია

4

2

1

1

10:3

7

5.

საქართველო

4

1

0

3

4:7

3

6.

გიბრალტარი

4

0

0

4

0:21

0




0.201555