ფეხბურთი

18:38 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – გერმანია: შემადგენლობები  Bild-ის ვერსიით

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი “დინამო არენაზე” 29 მარტს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” კახა ცხადაძის და იოახიმ ლიოვის სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა.

საქართველო: ლორია, კაშია, კვირკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, კობახიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ყენია, მჭედლიძე.

გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, კროოსი, შვაინშტაიგერი, როისი, იოზილი, მიულერი, გიოტცე.

იოახიმ ლიოვმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელები მოედანზე ენერგიას არ დაიშურებენ და ცეცხლს დაანთებენ. ბუნდესნაკრებისთვის “ჯვაროსნებთან” დაპირისპირება ისტორიაში მე-900 იქნება. გაგაცნობთ გერმანელთათვის საიუბილეო მატჩებს.

მე-100 მატჩი. 11.03.1934 ლუქსემბურგი – გერმანია 1:9

მე-200. 15.04.1951 შვეიცარია – გერმანია 2:3

მე-300. 26.05.1965 შვეიცარია – გერმანია 0:1

მე-400. 12.03.1975 ინგლისი – გერმანია 2:0

მე-500. 17.06.1984 გერმანია – რუმინეთი 2:1

მე-600. 17.11.1993 გერმანია – ბრაზილია 2:1

მე-700. 28.03.2001 საბერძნეთი – გერმანია 2:4

მე-800. 26.03.2008 შვეიცარია – გერმანია 0:4

0.130747