მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი “Miami Open”-ის მასტერსის ტურნირში ჩაება. 1/32 ფინალში რაფაელმა თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:4, 6:2 მოუგო. ნადალმა შეხვედრაში 3 ბრეიკი შეასრულა, ისე რომ თავისი ჩაწოდება მეტოქისთვის არ დაუთმია. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ალმაგრომ 5 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია.
ნადალის მომდევნო მეტოქე ვერდასკო – დაკვორტს შორის გამარჯვებული იქნება.
ქალებში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა სერბმა ანა ივანოვიჩმა მძიმე ბრძოლაში ამერიკელ ირინა ფალკონს 7:5, 6:7, 6:3 სძლია. შეხვედრა 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ტურნირის 1/16-ფინალში ივანოვიჩი გერმანელ საბინ ლისიცკის დაუპირისპირდება.
გუშინ მაიამიში წვიმდა, რის გამოც ბევრი შეხვედრა გადაიდო.
ნადალი – ალმაგროს მატჩის საინტერესო მომენტები