ფეხბურთი

13:20 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბამ საზარდული დაიზიანა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” მცველი ხორდი ალბა უკრაინასთან პარასკევს მოგებულ მატჩში (1:0) დაშავდა.

შეხვედრის მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში, 26 წლის ფეხბურთელმა ოპონენტთან ბრძოლა შეწყვიტა და ხელი საზარდულზე მოიკიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის მაშინვე შეცვალა.

barcastuff-ის “თვითერის” ცნობით, ალბა 31 მარტს ჰოლანდიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვარ მიიღებს, კლუბში დაბრუნდება და სრულფასოვან სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს.

თეგებიხორდი ალბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.13141