ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატს ბოლო ქართველი მოჭადრაკეც გამოეთიშა. მერი არაბიძემ (2374), რომელსაც მეოთხედფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნდა, სახელოვან დრონავალი ჰარიკასთან (ინდოეთი, 2492) პირველი პარტია ყაიმით დაასრულა, შავებით კი წააგო და საერთო ჯამში 0.5:1.5 დამარცხდა.
ამგვარად, ჰარიკა პირველი ნახევარფინალისტი გახდა, დანარჩენ იღბლიანთა ვინაობა კი ტაი-ბრეიკებზე გაირკვევა. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2526)-ჰამპი კონერუს (ინდოეთი, 2581), ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2456)-ქსუე ჟაოს (ჩინეთი, 2527) და პია კრამლინგი (შვედეთი, 2495)-ანა მუზიჩუკის (უკრაინა, 2552) პარტიებში ანგარიში საყაიმოა – 1:1.