ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი Federation Cup 2015-ის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები იღებდა. ვასილ მაისურაძის გუნდი დასკვნით შეხვედრაში ლატვიის გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩით ჩვენმა გუნდმა შეკრება დაასრულა.
"საბურთალოს" ფეხბურთელმა ცოტნე ნადარაიამ 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. 57-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ბერზინსიმ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მიწურულს კი სოროკინსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლატვია – საქართველო 2:1 (0:1)
27 მარტი, რიგა, “ჰანზას” სკოლის სტადიონი
ლატვია: ზომერსი, ზერინსი, გულბისი, რუბეზისი, სოროკინსი, გრჟაზნოვსი (ბერზინსი 25), ჟუნევისი (ლიჰოლეტოვსი 46), სილინგსი (კორზანსი 80), დობრეზოვსი, ოსიპოვსი (დერუზინსკისი 63), ზალაკსი (პასკო 90+2)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირს ბაბიზევსი
საქართველო: კულუა, ნადარაია, ნემსაძე, ქობულაძე (კაპანაძე 69), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბაშალეიშვილი, გვარაძე (ძარია 76), ბიძინაშვილი, გოშთელიანი მიქელთაძე
მთავარი მწვვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გოლები: 0:1 ნადარაია (30), 1:1 ბერზინსი (57), 1:2 სოროკინსი (82)
მთავარი მსაჯი: ალექსანდრე გოლუბევსი
გაფრთხილება: რუბეზისი (32), ზალაკსი (51), მიქელთაძე (62), ბაშალეიშვილი (84), ბიძინაშვილი (84), დობრეზოვსი (84)
შეგახსენებთ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ორი მატჩი გამართა, პირველ ტურში პოლონელ ფეხბურთელებთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით, მეორე მატჩში კი უკრაინელებთან 1:3 წავაგეთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დორტმუნდს დახატავდა მართლაც. ჭირდებათ მაგათ გამოცდილი ფეხბურთელი შეტევაში
7 ლიმონად თუ იყიდება მიდი კლოპ დაითრიე მაგ ფასის საქმეს კი გააკეთებს