პოლ სქოულზმა independent-თვის მიცემულ ინტერვიუში გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა. 40 წლის ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ბეილს “მანჩესტერის” თამაშში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. პოლის აზრით, ვან გაალის გუნდი ახალ ლიდერს საჭიროებს.
“რა თქმა უნდა, როგორც ყოფილი კლუბის გულშემატკივარს მსურს ვიხილო ბეილი “მანჩესტერში”. რეალურად ყოველთვის ვხედავდი გარეტ ბეილის ბუნებრივ თვისებებს, შემტევი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელ სისწრაფეს, რაც “ტოტენჰემში” თამაშისას განავითარა და თავის ამპლუაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა”.
“გუნდს სჭირდება ახალი ლიდერი. ამ ადგილზე ბეილი მესახება, მას შეუძლია “მანჩესტერის” დროება შეცვალოს”, - აღნიშნა ბეილმა.
“ის შეუყვარებოდათ “ოლდ ტრაფორდზე.” ბეილი, “მანჩესტერში” თამაშის შემთხვევაში, ლუის ვან გაალის გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება და მნიშვნელოვანი ძალა იქნება კონკურენტებთან დაპირისპირებისას”, - დაასრულა სქოულზმა.