ფეხბურთი

12:41 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის” სამიზნე: “ახალი დავიდ ვილია”

ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების და “ხიხონის” თავდამსხმელი კარლოს კასტრო მომდევნო სეზონიდან შესაძლოა ლონდონის “არსენალის” მაისურით ვიხილოთ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ესპანეთში ახალ დავიდ ვილიად მონათლულ 19 წლის ფეხბურთელს “მეთოფეები” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაიბირებენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი “ხიხონის” მთავარ გუნდში 2014 წლის სექტემბერში დააწინაურეს. 19 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა სეგუნდადივიზიონის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 0-ს უდრიდა და ერთბაშად 6 თვეში მისმა ღირებულებამ 400 000 ევრო შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია რამდენს შესთავაზებს “არსენალი” ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ.

0.114575