ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად 3:1 სძლია საფრანგეთს, არადა, თავიდან აგებდა. ცნობისთვის, ეს ბრაზილიელთა ზედიზედ მეშვიდე მოგებაა მას შემდეგ, რაც კარლოს დუნგა დაბრუნდა მწვრთნელად. საერთო ჯამში, ამ შვიდ შეხვედრაში "პენტაკამპეონებმა" 18 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.
პარიზში მსოფლიო გრანდთა დაპირისპირება შედგა. საფრანგეთი-ბრაზილია – მერე რა, რომ ამხანაგურია, სახელები ისეთია, უკვე საოცარ ინტერესს იწვევს. ბოლოს ამ ნაკრებთა დაპირისპირებაში, ორი წლის წინ ბრაზილიელებმა 3:0 იმარჯვეს და ამჯერადაც აჯობეს "მამლებს".
როგორც ჩანს, სანამ ახალი ძლიერი თავდამსხმელი არ გამოჩნდება (არადა, არ ჩანს), "სელესაო" ცრუ 9 ნომრით ითამაშებს. ასე იყო ამჯერად: ყველაზე წინ ნეიმარი გახლდათ.
პირველი სახიფათო მომენტი ფრანგებმა შექმნეს და ბენზემას თავური ჟეფერსონმა მოიგერია. თამაში თითქოს თანაბარი იყო და ამ დროს მასპინძლები დაწინაურდნენ: ვალბუენას კუთხურიდან ჩაწოდებულს რაფაელ ვარანმა თავური შეაგება – 1:0.
ვერ ვიტყვით, რომ ბრაზილია სწრაფ შეტევაზე გადავიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს მაინც გაიტანა: ოსკარმა მშვენივრად ითამაშა, ფირმინოს გაუკეთა პასი, ვისგანაც საჯარიმოში უკან მიიღო და ტექნიკურად წაჰკრა ბურთს ფეხი – 1:1. ძალიან კარგი შესრულება იყო, ოსტატური, ბრაზილიელებს რომ სჩვევიათ ისეთი.
ფირმინო ვახსენეთ და "ჰოფენჰაიმის" გამთამაშებელი ორჯერ დაემუქრა სტივ მანდანდას კარს. ორივეჯერ აუღო მეკარემ. მეორე ტაიმში ვილიანის ორი საგოლე პასი ვიხილეთ: 57ე წუთზე ნეიმარს გააყოლა და ბრაზილიელთა კაპიტანმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:2; მერე კი ვილიანის კუთხურს ლუის გუსტავოს თავური მოჰყვა და მანდანდა უძლური აღმოჩნდა – 1:3.
თუმცა ბრაზილიელთა მეორე და მესამე გოლებს შუა, ფრანგებს ერთი შეტევისას სამი მომენტი ჰქონდათ. ვარანმა, მუსა სისოკომ და ბენზემამ ვერ გაუტანეს ჟეფერსონს. მალევე, ბრაზილიელთა მეკარემ ანტუან გრიზმანს აუღო.
აქვე ვთქვათ, რომ პარიზის სტად დე ფრანსის ტრიბუნაზე ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა, მათ შორის, ზინედინ ზიდანი, რონალდო და რივალდო.
საფრანგეთი-ბრაზილია 1:3 (1:1)
საფრანგეთი: მანდანდა, სანია, სახო, ვარანი, ევრა, მატუიდი (ჟირუ 84), შნეიდერლენი, სისოკო (კონდოგბია 76), ვალბუენა (პაიე 82), გრიზმანი (ფეკირი 76), ბენზემა
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ბრაზილია: ჟეფერსონი, დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, ფელიპე ლუისი, ლუის გუსტავო (ფრნანდინიო 90), ელიასი (მარსელო 90+2), ვილიანი (დუგლას კოშტა 84), ოსკარი (სოუზა 86), ფირმინო (ლუის ადრიანო 88), ნეიმარი
მწვრთნელი: კარლოს დუნგა
გოლები: 1:0 ვარანი (21), 1:1 ოსკარი (40), 1:2 ნეიმარი (57), 1:3 ლუის გუსტავო (69)
მსაჯი: რიცოლი (იტალია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვარდიოლა მაგარია მაგრამ ჯოზე, ჰიცფელდთან და ეგეთ დიადებთან ვერ მივა, სანამ აუწყობელ გუნდში არ მივა და შედეგს მერე არ დადებს.. ორივე გუნდში ისეთი სიტოაცია დახვდა, რომ ეს შედეგი ისე ვერ ახდენს მის სიძლიერეზე გავლენას,როგორც მოუს პორტოს ჩემპიონობა და მკვდარი ინტერის გაცოცხლება.. ნუ ჩელსი რაც გახადა აგერ ჩანს, +1 გრანდი ევროპას..
ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ არა ნომერ 1, გვარდიოლას სიძლიერე დიდწილად მოთამაშეებმაც განაპირობეს, ძლიერი სპეციალისტი სერ ალექსი იყო და გამოჩნდა კიდეც, ვენგერია მაგარი და არსენალის ვერმოპოვებული ტიტულებით არ უნდა შეფასდეს, გვარდიოლამ კარგად განაგრძო საძირკველჩასხმული გუნდის მშენებლობის გაგრძელება ბარსაში, საერთოდ მე თუ მკითხავთ არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ დღევანდელი გუნდების თუ ნაკრებების 70 პროცენტი, არ მომწონს დღევანდელი ტაქტიკა და რა ვქნა, სად 90-იანი წლების და 21 საუკუნეში 4-5 წელის სანახაობა და სად დღევანდელი(რაც მე ვუყურებ ფეხბურთს 93 წლიდან), ორი საყრდენით და ერთი ფორვარდით ფავორიტთან თუ ითამაშებდა გუნდი. ლიბერო-სტოპერი და გამოკვეთილი 10 ნომერი გამთამაშებელი რო იყო მოედანზე სხვა ხიბლი ქონდა თამაშს
გვარდი მაგარია... რაიკარდის ჰოლანდია და ბარსაც ულამაზეს ფეხბურთს უბერავდნენ...
რაიკარდის დათრევა ნაკრებისათვის....იფ..იფ.რა გაასწორებდა...
ეს ყველაფერი რასაც გვარდიოლას აბრალიან კრუიფის და რაიკარდის დამსახურება და მიხწევაა
ეგრე რო. აზრივნებ მაგიტომაც გაგიყრნეს კუდიგირის გზას
შენ დაღუპე
გვარდიოლას კიარა შენ თავს მიხედე ხლეო სადაც მიხვედი ყველგან რომ ცა იკუკე
მართალია გვარდიოლამ იუპ ჰაინკესისგან განსხვავებიტ ბავარიას სულ სხვა ტიპის პეხბურთი შეასწავლა
მართალია პეპმა ახალი ეპოქა შექმნა და მის დახვეწას ბავარიაში განაგრძობს დარწმუნებული ვარ ბარსაზე უკეთეს ფეხბურთს ათამაშებს პეპი ერთ ადგილას არ დგას ის სულ რაღაც ძებნაშია მის ვარჯიშებს რომ ვუყურებ ვრწმუნდები თუ რა დიდი მწვრთნელია მთელი მონდომებით არის შიგ ჩართული უამრავი იდეა აქვს თავში ამის განხორციელებას დრო უნდა რათა გუნდს ეს ყველა მისი იდეა შეასისხორცოს ამის დრო მას აქვს ამ სეზონში მომავალი სეზონიდან ბევრად ძლიერ ბავარია ველი ვიდრე ეხლა ვხედავ
სად უყურებ გვარდიოლას ვარჯიშებს? სერიოზულად გეკითხები..
იდება ძმაო სხვადასხვა საიტებზე ხოლმე 10 წუთიანი კადრები თუ როგორ მიყავს გუნდის ვარჯიში პეპს
აბსოლიტურად მართალია ეს კაცი გუარდიოლამ შემქმნა ის რასაააც ბარსელონამ მიაღწია გუარდიოლას დროს გუარდიოლამ შექმნა ის ბარსელონა რაც იყო გუარდიოლას დროს გუარდიოლაამ თავისი სტილი შექმნა უმაგრესი მწვრთნელიაააა
შეცვლით შეცვალა, უფრო სწორად დაახლოებით 10 წლის წინ დაწყებული ტენდენცია დახვეწა, მაგრამ მე ის ფეხბურთი უფრო მომწონდა ყველა ასპექტში, გვარდიოლას ფეხბურთელობისას რო თამაშობდნენ.
ასე რომ, ბოაშს მხოლოდ იმაში ვერ დავეთანხმები, რომ პეპემ მოსფლიოს თვალი აუხილა
სწორია გვარდიოლამ და ბარსამ მსოფლიოს ახალი ტენდენცია უკარნახა და მართლაც ბევრი კლუბი ვისაც უნდა წარმატებას მიაღწიოს სწორედ ბარსას და გვარდიოლას სტილს ნერგავს,გინდ ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიება,ტაქტიკური მონახაზები უკვე ბევრმა გუნდმა გადაიღო,ცრუ ფორვარდები და ბევრი სხვა მრავალი,ბურთის კონტროლი,ბურთის გათამაშება,პრესინგი მუდმივად და ა.შ
უფ შენ რაიცი კაცო ეხლა აქ შემოვლენ ნიჭიერი ახალგაზრდობა და დაგცინებს ან გაგინებს ეს რათვიოDDDDDD