ჩოგბურთი

0:42 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ გორგოძე შემორჩა

საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში მიმდინარე 10-ათასიან საერთაშორისო ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ ეკატერინე გორგოძე შემორჩა.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ იტალიელი მარტინა ტრევისანი 6:3, 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგის მქონე კიდევ ერთ იტალიელ ალის მატეუჩის გაეჯიბრება.

ტურნირს გამოეთიშა მე-5 ნომრად მიჩნეული სოფო ქვაცაბაია, რომელმაც “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე ბელგიელ ელინ ბოეიკენსთან 6:2, 4:6, 3:6 წააგო.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძე და ქვაცაბაია ჰოლანდიურ დუეტს (ვოგელსანგი-ვაგემაკერი) ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 6:7 (5:7) და ფინალს მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08902