იტალიური “ნაპოლი” ესპანური “რაიო ვალეკანოს” შემტევით ალბერტო ბუენოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა SportItalia ავრცელებს.
27 წლის ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდება ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი და თანამემამულის თამაში ძალიან მოსწონს (ლა ლიგის 27 მატჩში, 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა). იტალიელები ალბერტოს ხელში ჩაგდებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.
ბუენოს “რაიო ვალეკანოსთან” მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე არაფერი ისმის.