როგორც “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბელგიელმა მცველმა ტომას ვერმაელენმა ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა.
ბელგიელს “ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერმაელენი ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა კატალონიურ კლუბში. ამ დროს მას მუხლისქვედა მყესი აწუხებდა, რამაც სადებიუტო მატჩის გამართვა დიდი ხნით გადადო. დეკემბრის თვეში ვერმაელენი კვლავ ლაზარეთში აღმოჩნდა და რამდენიმე თვით ჩამოშორდა სავარჯიშო პროცესს. ბელგიელს “ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
დღეს “ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად ვერმაელენის გარდა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა ივარჯიშა. ესენი ხორდი მასიპი, ორტოლა, ალვეში, მონტოია, ხავი, სუარესი, დუგლასი, სერხი რობერტო, ადრიანო და მატიე არიან.