დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელმა ლუის ადრიანომ შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს კარიერა. 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. ადრიანომ dailytelegraph-თვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“პატივს ვცემ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2015 წლის დეკემბერში გასდის. კონტრაქტის განახლება არ მომხდარა, ასე რომ, მომავალზე დაფიქრება მიწევს.
“კარიერის საუკეთესო დრო მიდგას, ამიტომ რთული იქნება უკრაინაში დარჩება. ჩემით დაინტერესებული კლუბების წინადადებას აუცილებლად განვიხილავ”, - განაცხადა ადრიანომ.
ლუის ადრიანო 2007 წლიდან დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელია. მის რიგებში 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 70-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო.