ფეხბურთი

20:05 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეს ფერდინანდი: “კეინი შირერის და შერინგემის ნაზავია”

“ნიუკასლისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა ფორვარდმა ლეს ფერდინანდმა ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

“ჰარი კეინი ბურთს კარგად იმორჩილებს და ამ კუთხით ალან შირერს ჰგავს, პოზიციის შერჩევითა და მოძრაობით კი ტედი შერინგემს. ასე რომ, ჰარი შერინგემისა და შირერის ნაზავია. ერთადერთი, რაც კეინს მათგან განასხვავებს, დრიბლინგია. ამ თვისებით მას შეუძლია შირერსა და შერინგემზე მაღლა დადგეს”, - აღნიშნა ფერდინანდმა.

21 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება დაიმსახურა. ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. კეინი დიეგო კოშტასთან ერთად, ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134459