მადრიდის “რეალის” გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ “სამეფო კლუბიდან” წასვლის გადაწყვეტილება “კიკერთან” საუბარში დაადასტურა. 27 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ვადა გასდის და თავისუფალი აგენტი ხდება. ასე რომ მსურველ კლუბს ხედირას დამატება უფასოდ შეეძლება.
“მსურს ვნახო ახალი გამოწვევა და კარიერა სხვა კლუბში გავაგრძელო. ეს არაა “რეალის” წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. ახალი გამოწვევის, ახალი გამოცდილების მიღება ჩემს საფეხბურთო დონეს გაზრდის და ჩემი არჩევანიც აქედან გამომდინარეობს”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხედირას დამატებით მიუნხენის “ბაიერნი,” “შალკე” და ლონდონის “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.
ხედირა მადრიდულ კლუბში 2010 წლიდან ასპარეზობს და მის რიგებში ასზე მეტი შეხვედრა გამართა.