ფეხბურთი

18:05 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარს საშინაო მატჩების გამართვა ლონდონში სურს

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს დროებით საშინაო მატჩების ლონდონში გამართვა სურს. ამასთან დაკავშირებით უეფაში ახლად გაწევრიანებულმა გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა. გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბეისომ ამის მიზეზად ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელა.

“ამჟამად გიბრალტარში არაა უეფას სტანდარტების არენა. ჩვენი სურვილია ავაშენოთ ახალი სტადიონი, ამის გამო მატჩების გამართვა ლონდონში გვსურს. ჩვენი არჩევანია ვითამაშოთ “ფულემის” სტადიონზე, დროებით, ვიდრე გიბრალტარში მაღალი დონის სტადიონი აშენდება”, - აღნიშნა დენის ბეისომ.

შეგახსენებთ, გიბრალტარის ნაკრები საშინაო მატჩებს პორტუგალიის ქალაქ ფარუში, “ესტადიო ალგარვეზე” მართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114671