ინგლისის ნაკრების მეკარის ჯო ჰარტის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი არგენტინელი სერხიო აგუეროა. 27 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფეხბურთელების აგუეროს, მესისა და რონალდუსა შესახებ ისაუბრა.
“აგუეროს ყოველდღე ვხედავ ბაზაზე, მასთან ერთად სისტემატურად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორვარდია. რა თქმა უნდა, ფენომენალური ფეხბურთელია ლიონელ მესი, რომლის წინააღმდეგაც ცოტა ხნის წინ მომიხდა თამაში. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მაინც კუნ აგუეროს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ მიმდინარე სეზონს საუკეთესოდ ატარებს”, - აღნიშნა ჯო ჰარტმა.
აგუერომ მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. არგენტინელმა გასული სეზონის მაჩვენებლები გაიმეორა. გასული სეზონის პრემიერლიგაში 23 მატჩში 17 გოლი გაიტანა.