ფეხბურთი

14:55 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი: “მეოთხე გოლის გატანა შემეძლო”

დანიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა აშშ-ს ნაკრები. სკანდინავიელთაგან ჰეთ თრიკი შეასრულა ნიკლას ბენდტნერმა. მატჩის შემდგომ დანიის ნაკრების ფორვარდი და მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს ესაუბრნენ.

“ვფიქრობ, კარგად ვითამაშე, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა შემეძლო. შანსები მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე. მიუხედავად ამისა, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ და 4 გოლის გატანა შემეძლო”, - აღნიშნა ბენდტნერმა.

ბენდტნერის შესახებ ისაუბრა დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა.

“ბენდტნერმა მსუბუქად ითამაშა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ჰეთ თრიკის მიუხედავად, მეტი გოლის გატანა შეეძლო. კლუბში შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, თუმცა ნაკრებში თამაშისას ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და მნიშვნელოვან გოლებს იტანს”, - აღნიშნა ოლსენმა.

დანიელები 29 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს “სენტ ეტიენში” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112628