ფეხბურთი

13:51 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუგანო შვედეთში ითამაშებს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპის” ინფორმაციით, ვეტერანი ურუგვაელი მცველი დიეგო ლუგანო შვედეთის “ჰაკენში” გადასვლასთან ახლოსაა. 34 წლის ლუგანო, რომელიც წლების განმავლობაში ურუგვაის ნაკრებს კაპიტნობდა გასული ზაფხულიდან მოყოლებული უკლუბოდაა. იგი შვედურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. ლუგანოს ბოლო კლუბი ინგლისური “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” იყო.

კარიერის გამორჩეული წლები კი მას ბრაზილიურ “სან პაულუსა” და სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” გაუტარებია.

0.114827