ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელია. France Football-მა მსოფლიოს 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეთა საუკეთესო ოცეული გამოაქვეყნა. ფეხბურთელთა შემოსავალში ხელფასისა და პრემიის გარდა სარეკლამო პროექტებიდან მიღებული თანხაც იგულისმხება.
პირველ ადგილზე არგენტინელი ფეხბურთელი გავიდა, რომლის წლიური შემოსავალი 65 მილიონ ევროს შეადგენს, მესის 11 მილიონით ჩამორჩება პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, მესამეა ნეიმარი 36,5 მილიონი ევროთი, მეოთხე ადგილს კი კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი ტიაგო სილვა იკავებს. პსჟ-ს მცველის წლიური შემოსავალი 27,5 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო ოცეულში მხოლოდ მარიო გიოტცე მოხვდა, რომლის წლიური შემოსავალი 16, 9 მილიონ ევროს შეადგენს.
1 - ლიონელ მესი – 65 მილიონი (ევრო)
2 - კრიშტიანუ რონალდუ – 54
3 - ნეიმარი – 36, 5
4 - ტიაგო სილვა – 27,5
5 - რობინ ვან პერსი – 25,6
6 - გარეტ ბეილი – 23,8
7 - უეინ რუნი – 22,5
8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 21,5
9 - სერხიო აგუერო – 21,2
10 - რობერტ ლევანდოვსკი – 20,2
11 - ედენ აზარი – 20
12 - იაია ტურე – 20
13 - ანხელ დი მარია – 18,5
14 - რადამელ ფალკაო – 18,5
15 - იკერ კასილასი – 17,8
16 - დავიდ სილვა – 17,3
17 - სესკ ფაბრეგასი – 17,3
18 - დავიდ ლუისი – 17,2
19 - კარიმ ბენზემა – 17
20 - მარიო გიოტცე – 16,9
აქვე გთავაზობთ გასული წლის ყველაზე მაღალანაზრაურებად მწვრთნელთა სიას.
1 - ჟოზე მოურინიო – 18 მილიონი (ევრო)
2 - კარლო ანჩელოტი – 15,5
3 - ხოსეპ გვარდიოლა – 15,2
4 - არსენ ვენგერი – 11,3
5 - ლუის ვან გაალი – 10
6 - ფაბიო კაპელო – 9
7 - ანდრე ვილაშ-ბოაში - 8.5
8 - სვენ გორან ერიკსონი – 8
9 - იურგენ კლოპი – 7,2
10 - ლორან ბლანი – 7
11 - დევიდ მოიესი – 7
12 - რაფაელ ბენიტესი – 6,9
13 - ვალტერ მაცარი – 6,8
14 - რობერტო დი მატეო – 6
15 - ლუჩანო სპალეტი – 5,5
16 - ლუის ენრიკე – 5,5
17 - ანტონიო კონტე – 5,3
18 - მანუელ პელეგრინი – 5,2
19 - ბრენდან როჯერსი – 4,9
20 - რობერტო მანჩინი – 4,8