ფეხბურთი

11:37 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “საქართველოსთან მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს”

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ავსტრალიის ნაკრებთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 29 მარტს ევრო-2016 შესარჩევ ციკლში საქართველოსთან შეხვედრაში მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

“ავსტრალიასთან მატჩში შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები კლუბებში ფეხბურთელების გადატვირთვას უკავშირდება. საერთო ჯამში საკმაოდ არეული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ხოლო შესვენების შემდეგ რაღაც მოიშალა.

თავდაპირველად საგოლე მომენტებს ვქმნიდით, ხოლო შემდეგ მოულოდნელად ვაგებდით. პრინციპში, დაცვაში თამაში არ გამოგვივიდა. გვესმის, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს, მაგრამ საქართველოსთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით, რომელშიც მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს”, - იუწყება ლიოვის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

0.116773