ფეხბურთი

11:09 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტრაჩანი: “შემდეგ მატჩში თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ”

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა “ჰემპდენ პარკზე” ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი. ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე კრისტოფ ბერამ გაიტანა. მატჩის შემდეგ შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ფეხბურთელთა ნაწილს ხშირად თამაშის საშუალებას ვერ ვაძლევდი, დღევანდელ შეხვედრაში კი მათ მეტი სათამაშო დრო დავუთმე. ბურთს მეტწილად ჩვენ ვაკონტროლებდით, რაც შედეგშიც აისახა. ვფიქრობ, შემდეგ მატჩში თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ”, - აღნიშნა გორდონ სტრაჩანმა.

29 მარტს შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში “ჰემპდენ პარკზე” გიბრალტარს უმასპინძლებს. აღნიშნულ ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება, საქართველოს ნაკრები შინ გერმანიას დაუპირისპირდება, პოლონეთი კი ირლანდიას ესტუმრება.

0.114929