ფეხბურთი

4:34 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ ავსტრალიას ვერ მოუგო, შოტლანდიამ ჩრდილოეთ ირლანდიას აჯობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მისმა უახლოესმა მეტოქემ გერმანიის ნაკრებმა. მსოფლიოს ჩემპიონებმა შინ ავსტრალია მიიღეს და ოთხგოლა ფრე ეთამაშეს.

იოახიმ ლიოვმა კაიზერსლაუტერნში გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა გუნდი. მანუელ ნოიერი ტრავმის გამო არ იდგა კარში, ხოლო ჰუმელსი, ბოატენგი, კროოსი, მიულერი და შვაინშტაიგერი თადარიგში ისხდნენ.

გერმანელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა მე-16 წუთზე მოახერხეს. სამი ხედირას შესანიშნავი თამაშის შემდეგ მარკო როისმა გამოიჩინა თავი. “კენგურუები” გაშვებულ გოლს არ დაუბნევია და მე-40 წუთზე თავისი შანსი გამოიყენეს. ჯეიმს ტროისმა თავური დარტყმით გაუტანა ცილერს.

მეორე ნახევარი სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო და 50-ე წუთზე მაილ იედინაკმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა ავსტრალია. გერმანელებმა მეტოქეს ბევრი უტიეს, თუმცა წაგებას მხოლოდ 81-ე წუთზე გადაურჩნენ. გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს: ანდრე შურლემ ლუკას პოდოლსკის გაატანინა – 2:2.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ცილკში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ შოტლანდიამ გლაზგოში ჩრდილო ირლანდია მიიღო და კრისტოფ ბერას გოლით დაამარცხა.

დანიის ნაკრებმა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს უმასპინძლა ორჰუსში და ნიკლას ბენდტნერის ჰეთ-თრიკის წყალობით დაამარცხა.

გერმანია – ავსტრალია 2:2 (1:1)

კაიზერსლაუტერნი, “ფრიც ვალტერ შტადიონი”

გერმანია (3-2-3-2): ცილერი, ბადშტუბერი (რუდი 46), მუსტაფი, ჰიოვედესი, ხედირა (კრამერი 63), გიუნდოგარი, ჰექტორი, ბელარაბი (შურლე 63), ოზილი, როისი (პოდოლსკი 73), გიოტცე (კრუზე 73).
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

გოლები: 1:0 როისი (17), 1:1 ტროისი (40), 1:2 იედინაკი (50), 2:2 პოდოლსკი (81).
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 19(8)-7(3), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-5

შოტლანდია – ჩრდილო ირლანდია 1:0 (0:0)

გლაზგო, “ჰამპდენ პარკი”

შოტლანდია (4-2-3-1): გორდონი (მაკგრეგორი 46), მარტინი (ბერა 46), გრირი, ფორსიტი, ვაითაკერი (რუსელი 78), მარკარტური (მორისონი 63), დ.ფლეტჩერი, ანია, მელონი (ნეისმიტი 46), რიტჩი, ს.ფლეტჩერი (როდესი 63).
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

გოლი: ბერა 85.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16(9)-4(0), კუთხური: 9-2, სეივი: 0-8

დანია – აშშ 3:2 (1:1)

გოლები:
0:1 ალტიდორი (19), 1:1;2:2;3:2 ბენდტნერი (33;83;91), 1:2 იოჰანსონი (66).

0.159834