საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მე-2 რაუნდში გასულ სოფო ქვაცაბაიას ეკატერინე გორგოძეც შეუერთდა.
მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი მარგო დეკერი 6:0, 6:0 გაანადგურა, მერვედფინალში კი მისი მეტოქე იტალიელი მარტინა ტრევისანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამავე რაუნდში ბელგიელ ელინ ბოეიკენსს დაუპირისპირდება ქვაცაბაია, რომელსაც მე-5 განთესვა გააჩნია.
წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები პირველ ნომრად არიან განთესილნი. გორგოძე და ქვაცაბაია უკვე ნახევარფინალში არიან გასულნი, სადაც ძალებს ჰოლანდიურ დუეტთან (ვოგელსანგი-ვაგემაკერი) მოსინჯავენ.