პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღე ნაკლებწარმატებული გამოდგა თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გახსნის დღეს ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი (2 ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) მოიპოვა, გუშინ კი ერთადერთ ვერცხლს დავჯერდით.
მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა ფინალამდე დამაჯერებლად იარა, იქ კი რუს მურადინ კუშკოვთან 0:6 დამარცხდა.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა გიორგი შამათავასაც (61 კგ.), თუმცა, მე-3 ადგილისთვის მატჩში მოლდოველ მიჰაი ესანუსთან 3:10 წააგო, არადა, პირველი პერიოდის შემდეგ 3:0-ს იგებდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა რუსეთს. მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა 48 ქულით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ევროპის ჩემპიონატი როდის ჭიდაობაში?
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ სერიოზულ წარმატებას. ორი ოქროს, ორი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს და გუნდური მეორე ადგილი ნებისმიერ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ადავოდ დიდი წარმატებაა. ასეთი წარმატება საქმისადმი სერიოზული მიდგომის დამადასტურებელია მთლიანად ფედერაციის და ნაკრები გუნდის მხრიდან. ვუსურვებ ბიჭებს ასეთივე წარმატებით სვლას შემდგომ ასპარეზობებზე.
კაია ბიჭებოა იმუშავეთ უფრო მეტი !!!!
ვულოცავ წარმატებას.
მეორე დღეს ავურიეთDDDDDDDDDD