ფეხბურთი

0:05 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის ფინალს “კამპ ნოუ” უმასპინძლებს

ესპანეთის თასის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბილბაო” დაუპირისპირდებიან, კატალონიური კლუბის საშინაო არენა, “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, “ბარსელონასა” და “ბილბაოს” თამაშის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვა სურდათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდში მდებარე არენა ნეიტრალურ სტადიონებს შორის ყველაზე ტევადია. თუმცა, “რეალმა” სტადიონის დათმობაზე უარი თქვა.

ბოლო დრომდე, თასის ფინალის მასპინძლობის ყველაზე დიდი შანსი “მესტალიას” ჰქონდა. განიხილებოდა “სანჩეს პისხუანის” ვარიანტიც. ასევე ცნობილია, რომ სამეფო თასის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძლობის სურვილი მადრიდის “ატლეტიკომაც” გამოთქვა. თუმცა, მხარეებმა არჩევანი მაინც ერთ-ერთი მონაწილის, “ბარსელონას” საშინაო სტადიონზე შეაჩერეს. სწორედ “კამპ ნოუ” უმასპინძლებს 30 მაისს გასამართ ფინალს.

“კამპ ნოუზე” ესპანეთის სამეფო თასის ფინალი მეოთხედ გაიმართება. 1963 წელს, “ბარსელონამ” “სარაგოსას” 3:1 სძლია. 1970 წელს, “რეალმა” “ვალენსიას” იმავე ანგარიშით მოუგო. 2010 წელს კი, “სევილიამ” “ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123207