საქართველოს და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი გოლის გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. ბურთს მეტწილად ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ და ეპიზოდურად ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდნენ. განსაკუთრებით აქტიური იყო საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგი, სადაც გიორგი ნავალოვსკი და თორნიკე ოქრიაშვილი მოქმედებდნენ. ასევე ხშირად იხევდა უკან და აქტიური იყო ცენტრფორვარდი ლევან მჭედლიძე.
რაც შეეხება ცენტრალურ ნახევარმცველებს, ჯაბა კანკავა ოდნავ უკან მოქმედებდა, ხოლო მის წინ კახი მახარაძე თამაშობდა. მარჯვენა ფლანგაზე აქტიურობდა გიორგი ჭანტურია, ქართველი ფეხბურთელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ნაკრების თამაშში აშკარად შეიმჩნეოდა შეთამაშების პრობლემა.
საქართველო: ლორია, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, მახარაძე, კანკავა (კ), ოქრიაშვილი, ჭანტურია, კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
მალტა: ჰაბერი, კარვანა, ბეზინა, ბორგი, აგიუსი, ფარუგია, კოენი, როვენ მუსკატი, შკემბრი (კ), კამილერი, კრისტენსენი.
მთავარი მწვრთნელი: პიეტრო გედინი.