ფეხბურთი

21:37 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსის” კაპიტანი “სამპდორიაში” ითამაშებს

როგორც საფეხბურთო კლუბ “სამპდორიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი ნიკლას მოისანდერი გენუურ კლუბში გააგრძელებს კარიერას. ფეხბურთელმა “სამპდორიასთან” უკვე გააფორმა 3 წლიანი კონტრაქტი, რომელიც ათვლას ახალი სეზონიდან იწყებს.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფინელ ფეხბურთელს ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და იტალიურ კლუბს 29 წლის მცველში თანხის გადახდა არ მოუწია.

“ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკლას მოისანდერს “აიაქსთან” ერთად, შემდეგი სეზონიდან კი “სამპდორიაში” ველით. “სამპდორიას” პრეზიდენტი მასიმო ფერერო მოხარულია ფინელ ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტით და მას წარმატებებს უსურვებს” – აღნიშნულია “სამპდორიას” ოფიციალურ ვებგვერდზე.

2012 წლიდან მოისანდერი “აიაქსის” წევრია. ამდროის განმავლობაში ჰოლანდიურ გრანდთან ერთად ორჯერ გახდა ერედივიზიონის ჩემპიონი.

0.125129