ფეხბურთი

20:47 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” სტადიონსა და ბაზას დენის მიწოდება შეუწყდა

ზესტაფონში რამდენიმე საათის წინ “საქენერგოს” თანამშრომლებმა დავალიანების გამო დენის მიწოდება შეუზღუდეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზას. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც კლუბის პრეს-სამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე აკეთებს კომენტარს.

“ჩვენს უსიამოვნო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს. აი მორიგი ახალი ამბავი, დავალიანების გამო “საქენერგოს” წარმომადგენელთა მიერ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და კლუბის ბაზაზე შეწყდა დენის მიწოდება. ჩვენ მივმართეთ რაიონის გამგებელს, რომელიც გარკვეული ფორმით ამ დავალიანების გადავადებასა და რაღაც ზომების გატარებას შეგვპირდა. არ არის გამორიცხული ზესტაფონში ფეხბურთი საერთოდ მოკვდეს” – აღნიშნავს სერგო ფუტკარაძე.

https://www.youtube.com/watch?v=NAeyzYA6sR4

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.122022
სარეკლამო ადგილი - 99
X x X