ფეხბურთი

19:44 | 25.03.2015 | ნანახია 2443 - ჯერ

გერმანელებმა კანკავა და ყენია გამოარჩიეს

საქართველო, “შალკეს” ყოფილ ფეხბურთელ ყენიასთან ერთად, თბილისში გერმანიის წინააღმდეგ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოსთან ნაკრებთან 29 მარტს თბილისში გასამართი მატჩის წინ სტატია, სადაც გერმანელ გულშემატკივრებს გააცნო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და გამორჩეული ფეხბურთელები.

გერმანელთათვის ქართველთაგან ყველაზე ცნობილი ლევან ყენიაა. “ჯვაროსნების” შემტევი “შალკესა” და დიუსელდორფის “ფორტუნაში” ასპარეზობდა, ამჟამად კი პრაღის “სლავიაში” ირჯება. გერმანელებმა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც გამოარჩიეს. უკრაინული კლუბის მოთამაშე ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და ლოგიკურია ეროვნული ნაკრების კაპიტანი ცხადაძის რჩეულთა სიაში გერმანელებმა ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ მიიჩნიეს.

ლევანისა და ჯაბას გაცნობის შემდეგ აგრეთვე აღინიშნა, რომ საქართველოს მცირე შანსი აქვს 2016 წელს საფრანგეთში იასპარეზოს. ბოლოს კი გერმანელ გულშემატკივრებს ოფიციალურ ვებგვერდზე კახა ცხადაძის 23-კაციანი სია გააცნეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:50 | 25.03.2015
sportsfan (1198)

აჰა ბატონო ვინ დგას სწორ გზაზე

22:30 | 25.03.2015
ed7777 (819)

აბა რა, დაჟე ეშინიათ, უფრთხიან, უფრთხიან )))))))) რა ეშველებათ,

19:59 | 25.03.2015
რენე ფერეირა (6798)

Araushavs tamashis dros yvelas gaicnoben tan arasasiamovnod

22:23 | 25.03.2015
BEERTRANCE (97819)

შენ ამის მართლა გჯერა??

19:58 | 25.03.2015
chiatura (1015)

ყიფიანის გადაცემა იყო გუსინ, სად დევს ლინკი ხო არ იცით???

20:48 | 25.03.2015
kaci (484)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=6lPM_eFtPSo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=6lPM_eFtPSo':'https://www.youtube.com/watch?v=6lPM_eFtPSo')) ა ძმა

0.117125