ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით ბედნიერია.
“მიხარია, რომ ჩემი წარმატებები იმის მიუხედავად დაფასდა, რომ სათამაშოდ სხვა ქვეყანაში წამოვედი. სამშობლოს დატოვება ადამიანს ყველა მიმართულებით ავითარებს.
როდესაც მადრიდს ვტოვებდი, ჩემი მიზანი ეროვნული ნაკრებიდან მიწვევის მიღება იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ადრე, “ფურია როხას” წარმატებებით ვხარობდი, ახლა კი, მისი წევრი ვარ.” – განაცხადა მორატამ.