ფეხბურთი

18:01 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სურკისი 2018 წლის მუნდიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს

UEFA-ს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინელი გრიგორი სურკისი რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

“ყველაზე ადვილია თქვა, რომ ბოიკოტის მომხრე ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ იტანჯება და იხოცება ათასობით მშვიდობიანი მაცხოვრებელი. თუმცა, თუ მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება, მსგავსი საკითხის დაყენების არანაირი აუცილებლობა აღარ იქნება.

მოდით, დავიცადოთ და ნუ ვიქნებით პესიმისტები. პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ეხება.” – განაცხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინათ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ევროპულ ნაკრებებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. FIFA-ს პრეზიდენტმა, ზეპ ბლატემა კი განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

0.119579