ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ოქსანა კალაშნიკოვამ და მარიამ ბოლქვაძემ.
კალაშნიკოვამ შვეიცარიელი კარინ კენელი 6:2, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ბულგარელ იულია ტერზისკას გაეჯიბრება.
ორ სეტში იზეიმა გამარჯვება ბოლქვაძემაც. მარიამმა რუს ირინა ლიდკოვსკაიას 6:4, 6:1 სძლია და მომდევნო ეტაპზე ინდოელ სნეჰადევი რედის დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში მხოლოდ ბოლქვაძე თამაშობდა, რომელიც ბრიტანელ დანიელ კონოტოპცევასთან იყო შეამხანაგებული. ისინი ასევე ბრიტანელ დეიგმანთან და ინდოელ რედისთან 1:6, 4:6 დამარცხდნენ.