ფეხბურთი

14:43 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალდერვეირელდი ზაფხულში “ტოტენჰემში” გადავა

“საუთჰემპტონის” მცველი ტობი ალდერვეირელდი სეზონის დასრულების შემდეგ “ტოტენჰემში” გადავა.

ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს “ტოტენჰემში” თამაში თავად სურს. ალდერვეირელდის თქმით, კვლავ უნდა იან ვერტონგენთან ერთად თამაში, რომლის გვერდის ამსტერდამის “აიაქსში” უასპარეზია.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ბელგიელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” სურთ.

მიმდინარე სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119698