საქართველოს და მალტის ეროვნული ნაკრებები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ. მალტა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, ვისთანაც ქართველებს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვთ – ოთხი მოგება, ერთი წაგება და ორი ფრე. გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობა – 9:5.
საქართველო - მალტას პირველი დაპირისპირება 1994 წელს მალტის ტურნირზე შედგა და ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.
ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ხსენებულ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა. სხვათა შორის, ცხადაძის სანაკრებო კარიერაში ეს მატჩი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მალტელებთან ჩაუტარებია. ამჯერად, მას ეროვნული მწვრთნელის რანგში მალტელებთან დებიუტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მალტა პირველი ნაკრებია, რომელიც საქართველოს ფიფა-უეფაში შესვლის შემდეგ თბილისს ესტუმრა. 1994 წლის ივლისში ეროვნულ სტადიონზე საქართველოსა და მალტას ამხანაგური თამაში 1:1 დასრულდა.
გთავაზობთ საქართველოსა და მალტას განვლილი თამაშების სტატისტიკას:
მალტა - საქართველო 0:1 (0:1)
ლა-ვალეტა. 10 თებერვალი, 1994. სტადიონი ”ტა-ქალი”. 12000 მაყურებელი. მალტის საერთაშორისო ტურნირი.
მალტა: კლუეტი, ბუჰაჯარი ( სალიბა, 31), კამილერი, გუჩი (გალეა, 46), ბრინკატი, ბუტიგეგი, გრეგორი, ველა, სპიტერი (კარდონა, 74), ლაფერლა, სკერი.
საქართველო: ზოიძე, რევიშვილი, ცხადაძე (კ), შელია (ბერაძე, 75), კუდინოვი (სიდამონიძე, 55), ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, ყიზილაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
გოლი: 0:1 ქეცბაია (16. პენ.).
გაფრთხილება: სპიტერი, ცხადაძე, შელია, ყაველაშვილი.
მსაჯები: დარკო იამსეკი (სლოვენია), ჯო კამილერი, ჯო რ. ატარდი (მალტა).
საქართველო - მალტა 1:1 (1:1)
თბილისი. 19 ივლისი, 1994. ეროვნული სტადიონი. 35000 მაყურებელი. მალტის საერთაშორისო ტურნირი.
საქართველო: ზოიძე, რევიშვილი, ნემსაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი, რ. არველაძე, ინალიშვილი (ყაველაშვილი, 46), ჯამარაული (კ), ტუღუში (ა. არველაძე, 46), ქინქლაძე, შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
მალტა: კლუეტი, ველა, ბუჰაჯარი (ე. კამილერი, 85), გალეა, ჯ. კამილერი, ბუტიგეგი, კ. ბუზუტილი, სალიბა, კარაბოტი, ლაფერლა, სპიტერი (ა. ბუზუტილი, 55, სუდა, 76).
გოლები: 0:1 სპიტერი (33), 1:1 შ. არველაძე (37, პენ).
გაფრთხილება: ნემსაძე (32), ჯ. კამილერი (34), ჯამარაული (44).
მსაჯები: უ. მაიერი, ე. ფელდერი, გ. კოდონი (შვეიცარია).
მალტა - საქართველო 1:3 (0:1)
ლა ვალეტა. 10 თებერვალი, 1998. ”ტა ქალი”. 2500 მაყურებელი. მალტის საერთაშორისო ტურნირი.
მალტა: მუსკატი, მაგრი ოვერენდი, ჩეტკუტი, სიქსმისი, სანტი (სუდა, 46, რაბოტი, 76), ზაჰრა, ბრინკატი, ტერნერი, სალიბა (გიგლიო, 64), აგიუსი (სულთანა, 76), ნვოკო.
მთავარი მწვრთნელი: იოსიფ ილიჩი.
საქართველო: გვარამაძე, ჩიხრაძე (ა. იაშვილი, 46), შელია, სილაგაძე (ცქიტიშვილი, 79), კალაძე (ხვადაგიანი, 79), შეყილაძე, ჯამარაული (გახოკიძე, 77), ნემსაძე (კაპ), ქეცბაია, ქინქლაძე, ყაველაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
გოლები: 0:1 ყაველაშვილი (13), 1:1 მაგრი ოვერენდი (58, პენ.), 1:2 ჯამარაული (71), 1:3 ყაველაშვილი (74).
გაფრთხილება: ბრინკატი (18), ჩიხრაძე (19), შელია (27), ქეცბაია (56), ჩეტკუტი (66), სილაგაძე (67), გახოკიძე (85), გიგლიო (85).
მსაჯი: ბ. პრეგა (ალბანეთი).
მალტა - საქართველო 0:2 (0:2)
ლა ვალეტა. 1 მარტი, 2006 წელი. “ტა ქალი”. 2000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი.
მალტა: ჰაბერი, ბრიფა, დიმეჩი, ველმანი, აზოპარდი, კამენზული ( ბარბარა, 46), მატოქსი (კოენი, 46), სიანტარი, მალია, აგიუსი, მიფსუდი.
მთავარი მწვრთნელი: დუშან ფიცელი
საქართველო: რევიშვილი, მჭედლიშვილი (ბჟალავა, 55), ღვინიანიძე, ფოფხაძე, ცქიტიშვილი, კობიაშვილი (კაპ), კანკავა, მუჯირი (კახა მახარაძე, 61), განუგრავა, რევაზ გოცირიძე (გ. ნუგ. ჭელიძე, 82), მარცვალაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი.
გოლები: 0:1 მარცვალაძე (9), 0:2 კანკავა (18).
გაფრთხილება: ფოფხაძე (35), კანკავა (48), კობიაშვილი (57), აგიუსი (63), მახარაძე (66), რევიშვილი (72).
გაძევება: კანკავა (58).
მსაჯი: ვ. ბანარი (მოლდოვა).
მალტა - საქართველო 2:0 (0:0)
ლა ვალეტა. 12 აგვისტო, 2009 წელი. “ტა ქალი”, 1500 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი.
მალტა: მარიო მუსკატი (ჰოგი, 46), ალექსანდერ მუსკატი, აზოპარდი (ბრიფა, 46), საიდი, ანდრე აგუსი, ჟილბერტ აგუსი (ფენეჩი, 90), მიჩელ მიფსუდი, ენდრიუ კოჰენი (ბაჯადა, 83), შკემბრი (ვუდსი, 46), სამუტი (ფაილა, 60), პასე.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი
საქართველო: ლომაია, გურამ კაშია, ღვინიანიძე (თეიმურაზ ღონღაძე, 82), ცქიტიშვილი (დავით დევდარიანი, 64), ხმალაძე, დვალიშვილი, ყენია, ხიზანიშვილი, სეთურიძე (მერებაშვილი, 68), კობიაშვილი (კ), გიორგი ფოფხაძე (სანაია, 84).
მთავარი მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი.
გოლი: 1:0 მიფსუდი (64), 2:0 მიფსუდი (74).
გაფრთხილება: სამუტი, ხიზანიშვილი, დევდარიანი.
მსაჯები: პანიცოს კაილისი; ფილიპ აგიუსი, ინგმარ სპიტერი (ყველა მალტა).
საქართველო - მალტა 1:0 (0:0)
თბილისი. 8 ოქტომბერი, 2010 წელი. ეროვნული სტადიონი. 40000 მაყურებელი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი.
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე (კ), ხიზანიშვილი, გოგუა, ანანიძე (დაუშვილი, 73), მერებაშვილი (იაშვილი, 46), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
მალტა: ჰაბერი, კარუანა, მამო, სიბერასი (რაიენ ფენეჩი, 69), ანდრე აგიუსი, ბრიფა, მიფსუდი, კოენი (გრიმა, 90), ბაჯადა, შკემბრი (პოლ ფენეჩი, 80), პეისი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი.
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), შემბრი (59), აგიუსი (65).
გოლი: 1:0 სირაძე (90+1).
მსაჯები: ალან ბლეკი; გარეტ ეაკინი, პოლ მანი; დევიდ მალკოლმი (ყველა ჩრდილოეთ ირლანდია).
მალტა – საქართველო 1:1
ლა ვალეტა. 6 სექტემბერი. 2011 წელი. სტადიონი “ტა ქალი”. 1500 მაყურებელი.
მალტა: ჰოგი, კარუანა, სკიბერასი, რაიენ ფენეჩი (ბოგდანოვიჩი, 60), ანდრე აგიუსი, ბრიფა, მიჩელ მიფსუდი (კ), კოჰენი (ვუდსი, 90+1), ჰათჩისონი, შემბრი (პეისი, 76), ფაილა.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი.
საქართველო: რევიშვილი, კაშია, კალაძე (კ), ხიზანიშვილი, გრიგალავა, კანკავა, ანანიძე (კობახიძე, 77), თარგამაძე, კობიაშვილი, იაშვილი (დვალიშვილი, 61), მარცვალაძე (გრიგალაშვილი, 66).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლები: 0:1 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25).
გაფრთხილებები: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ჰოგი (90+4).
მთავარი მსაჯი: პოლ ვან ბოეკელი (ჰოლანდია).