საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც რამდენიმე დღეა ლატვიაში შეკრებაზე იმყოფება, დღეს, საერთაშორისო ტურნირში “Federation Cup 2015” ჩაერთო.
ვასილ მაისურაძის ბიჭებმა პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართეს და 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი ბურთი მეტოქემ 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
გასულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კულუა, კაპანაძე, ნადარაია, მამუჩაშვილი, ნემსაძე, ღვინიაშვილი, ბაშალეიშვილი, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, გვარაძე, გოშთელიანი. ცვლილებაზე შევიდნენ: წივილაშვილი, ბიძინაშვილი, ქობულაძე, ართმელაძე, გადრანი.
ქართველი ფეხბურთელები მორიგ შეხვედრას ხვალ უკრაინელ თანატოლებთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.