კოლუმბიის რადიო caracol-სთვის მიცემულ ინტერვიუში რადამელ ფალკაომ საკუთარი პროფესიული კარიერის შესახებ ისაუბრა. “მანჩესტერის” ფეხბურთელის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ისეთ კლუბში მოხვედრა, სადაც რეგულარული თამაშის საშუალება ექნება.
“სეზონის დასრულების შემდეგ დავფიქრდები, ანალიზს გავუკეთებ გასულ სეზონს და მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ. მსურს გუნდში თამაში, რომელშიც რეგულარულად ვითამაშებ”, -განაცხადა მოთამაშემ.
“ა დროისთვის მხოლოდ “მანჩესტერზე” ვარ კონცენტრირებული. სეზონის დასრულებამდე 8 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. მჭირდება სათამაშო პრაქტიკა. ვცდილობ, პროფესიულ ჩარჩოებს არ გავცდე და სიმშვიდე შევინარჩუნო. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, მიუხედავად უთამაშებლობისა არ მაქვს მოდუნებისა უფლება”, - დაასრულა ფალკაომ.
“მონაკოს” საკუთრებაში მყოფი რადამელ ფალკაო “მანჩესტერში” იჯარის წესით თამაშობს. ფორვარდმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაბრუნდი მონაკოში და ითამაშე რამდენიც გინდა :P
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ეს კიდე რას ხლეპროჟაობს
რომ თამაშიობ რას მიკეთებ :/
ფეხბურზე რო გეფიქრა და არა ჯიბის გასქელებაზე, სულ სხვა დონე იქნებოდი ეხლა
მერე არ იცი სად უნდა მოხვიდე ბიჯო? ამ უნიჭო მმორატას მაინც აჯობებ
ეს და ტევესიშე მაგარი დუეტი იქნება... კავანი კი მირჩევნია მარა არც ესაა ცუდი... პროსტა არენდით უნდა ავიყვანოთ ჯერ, იქნებ გატორესდა უკვე
წასვლა გინდა შენ წასვლა
ესეც და დიმარიაც მემგონი ვინუჟდენი გადმოვიდნენ და ზაფხულში იმედია ორივე წავა დიმკა კავანიში უნდა გავცვალოთ