ფეხბურთი

20:05 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას ანტირეკორდი

კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27 მატჩია შედეგიან შეტევაში მონაწილეობა არ მიუღია - არ გაუტანია გოლი და არ გაუკეთებია შედეგიანი გადაცემა.

30 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში გოლი ბოლოს 2014 წლის 23 მარტს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” კარში გაიტანა (4:3). მაშინ ინიესტამ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ბოლო საგოლე გადაცემა შარშან 26 მარტს, “სელტასთან” მატჩში (3:0) გააკეთა. ნახევარმცველმა ასისტენტონა ლიონელ მესის გაუწია, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა.

მას შემდეგ 363 დღე გავიდა. “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონში მომდევნო თამაშს “სელტასთან” 5 აპრილს ჩაატარებს. თუ ინიესტამ აქაც ვერ შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება, მისი უშედეგო მოქმედებები 374 დღემდე გაიზრდება.

0.091385