ჩეხი ტომაშ როსიცკი მიმდინარე სეზონის დასაწყისში “არსენალის” დატოვებას გეგმავდა, თუმცა შობის შემდეგ ხშირად უწევს თამაში და შესაძლოა შემდეგი სეზონიც ლონდონურ კლუბში გაატაროს. ფეხბურთელი ამ თემაზე ჩეხურ პრესას ესაუბრა.
“შემოდგომაზე ვგეგმავდი კლუბიდან წასვლას, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო და იძულებული ვიყავი კლუბში დავრჩენილიყავი. შობის შემდეგ მეტი სათამაშო დრო მომეცა, ამიტომაც გადავწყვიტე სეზონი “არსენალში” დამესრულებინა”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
“რა თქმა უნდა, არსებობს 2 ვარიანტი. ზაფხულში შესაძლოა გუნდიდან წავიდე, თუმცა დარჩენასაც არ გამოვრიცხავ”, - დაასრულა ტომაშმა.
34 წლის ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 2014 წელს მხოლოდ ოთხი მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2015 წელს კი ამ დრომდე 10 შეხვედრა ჩაატარა. ასე რომ, არსენ ვენგერი ბოლო პერიოდში ხშირად აძლევს მოედანზე გასვლის საშუალებას.
როსიცკის პროფესიული კარიერა 1998 წელს იწყება. 1998-2001 წლებში პრაღის “სპარტას” ფეხბურთელი იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი პერიოდი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, სადაც 2001-2006 წლებში თამაშობდა. 2006 წლიდან არსენ ვენგერის გუნდის წევრია.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ასაკის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს ჩეხეთის ეროვნულ გუნდში თამაშს, რომელშიც მის ანგარიშზე 98 მატჩში გატანილი 22 გოლია.