მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
AS-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება. ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
დიეგო სიმეონემ “ატლეტიკო” 2011 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.







