კალათბურთი

18:20 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვეტენაძისათვის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” ფორვარდ გიორგი კვეტენაძისათვის (16. 01. 90.)კალათბურთში საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა ფეხის ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

“კვეტენაძემ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი მოიტეხა და პარკეტზე გასვლას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს”- გვითხრა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ კვეტენაძეს, აღნიშნული ტრავმის გამო არც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში “სოხუმი” – “მგზავრები-არმიას” შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096648