ფეხბურთი

18:15 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პლატინი მესამედ აირჩიეს

UEFA-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, დაკავებული თანამდებობა კიდევ 4 წლით შეინარჩუნა. ამ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პლატინი UEFA-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო და არავის გაჰკვირვებია, რომ ვენაში გამართულ რიგით 39-ე კონგრესზე ის ხელახლა აირჩიეს.

მიშელ პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. 2011 წელს ის მეორედ, 2015-ში კი მესამედ აირჩიეს.

UEFA-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს ჩატარდება.

0.121713